საზაფხულო საკონცერტო დარბაზი ურეკში


საზაფხულო საკონცერტო დარბაზი ურეკში

შენობა წარმოადგენს ღია საზაფხულო საკონცერტო ამფითეატრ-დარბაზს 8000 მაყურებელზე. ნაგებობა შედგება ორი შენობისგან, რომლებიც ერთი სახურავის ქვეშაა მოქცეული და ერთი მთლიანი შენობის ეფექტს ქმნის. ერთი ნაგებობა წარმოადგენს მაყურებელთა დარბაზს, რომელიც განთავსებულია ოთხ სართულზე; ხოლო მეორე ნაგებობა გახლავთ სასცენო შენობა, იგი შედგება 6 სართულისგან და მასში გათვალისწინებულია საგრიმიოროების, პერსონალის კაფეტერიის, ოფისების, ტექნიკური სათავსოების და დარბაზის ფუნქციონირებისათვის  საჭირო სხვა სივრცეების მოწყობა.

დარბაზის პირველ სართულზე გათვალისწინებულია  4 მინი კინოთეატრის მოწყობა.

დარბაზის სცენა წარმოადგენს როგორც სტაციონარულ ისე უნიკალურ ტრანსფორმირებად მექანიზმს.

უნიკალურია ასევე დარბაზის კედლები.
კედლები წარმოადგენენ ე.წ.  მოძრავ „ლამელებს“, რომელთა სიმაღლე 15 მეტრია. საჭიროების შემთხვევაში კედლები მოძრაობს ვერტიკალური ჟალუზების პრინციპით. კარგ ამინდში „ლამელები“ ღია პოზიციაში არიან, როლო წვიმიან ან ქარიან ამინდში მცირე დროის პერიოდში შენობას კეტავენ მთელ პერიმეტრზე. „ლამელებში“ ასევე მოწყობილია სპეციალური განათება, რაც შენობას დამატებით ეფექტს უქმნის.

საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მესამე, დამხმარე ნაგებობა - სერვისის შენობა - რომელშიც გათვალისწინებულია ყველა საჭირო ტექნიკური დანადგარების და საწყობის განთავსება. შენობაში ასევე მოეწყობა სივრცე სახანძრო რაზმისთვის, ყველა საჭირო აღჭურვილობით.

ინჟინერულ-არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისით შენობა წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას, რომლის ანალოგი ძნელად მოსაძებნია მსოფლიოში. პროექტის ავტორი: Drei Architekten GmbH, გერმანია http://drei-architekten.de/



Copyrigt © 2015