ბათუმის დელფინარიუმი


ბათუმის დელფინარიუმი

დელფინარიუმი შედგება ოთხი ძირითადი მოცულობისგან:
    - დელფინარიუმის შენობა;
    - ფეხფარფლიანთა შენობა;
    - დამხმარე ნაგებობა;
    - წყალსაქაჩი ნაგებობა, რომელიც განთავსებულია ზღვის სანაპიროზე.
დელფინარიუმის შენობა შედგება:
    - ერთი ძირითადი საჩვენებელი აუზისგან, სადაც იმართება დელფინების შოუ დღეში ორჯერ;
    - ორი დამხმარე საწვრთნელი და დელფინოთერაპიის აუზისგან;

შენობა გათვალისწინებულია 704 მაყურებელზე და ამასთან სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის.
შენობაში ასევე მოწყობილია სააქტო დარბაზი, მუზეუმი, სუვენირების მაღაზია, სამედიცინო ოთახი, ლაბორატორია და დელფინარიუმის სრულყოფილად მუშაობისთვის საჭირო ყველა სხვა სათავსო. 

ფეხფარფლიანთა შენობაში შედგება:
    - საჩვენებელი აუზი შოებისთვის;
    - სარეზერვო წყლის აუზი;
    - საკარანტინო აუზები.
დელფინარიუმის კომპლექსი განსაზღვრულია წელიწადის ნებისმიერ დროზე და საშუალებას იძლევა ჩატარდეს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის შოუები.



Copyrigt © 2015