პანორამა თბილისი


პროექტი პანორამა თბილისი მოიცავს ოთხი მრავალფუნქიური სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას დედაქალაქის ცენტრში.

 

სოლოლაკის მაღლობი

მდებარეობა: კოჯრის გზატკეცილსა და კოჯრის ახალ გზას შორის, თბილისი 0105, საქართველო.
პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციური, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების კომპლექსს. კომპლექსში, გარდა სასტუმრო ნომრებისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზები (მათ შორის ერთ-ერთი შეძლებს 1000 კაცზე მეტ სტუმრის მასპინძლობას) სავაჭრო ფართები, პლანეტარიუმი, აკვარიუმი, ტენისის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის დარბაზები, ღია და დახურული აუზები, კაფე-რესტორნები, 1500 ადგილზე გათვლილი ავტოსადგომები. კომპლექსი დაკავშირებულია სოლოლაკის ბაღების პროექტთან დახრილი ლიფტების მეშვეობით. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მიწისწვეშა ავტოსადგომი.

 

 

სოლოლაკის ბაღები

მდებარეობა: კოჯრის გზატკეცილსა და კოჯრის ახალ გზას შორის, თბილისი 0105, საქართველო. პროექტი წარმოადგენს სერვის აპარტამენტის ტიპის სასტუმრო-კომპლექსს, რომელიც განკუთვნილია გრძელვადიანი საცხოვრისისთვის. იგი აღჭურვილია მიწისქვეშა ავტოსადგომით და ასეთი ტიპის კომპლექსის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სივრცითა და პირობით. კომპლექსი დაკავშირებულია სოლოლაკის მაღლობის პროექტთან დახრილი ლიფტების მეშვეობით. 

 

 

7 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი თავისუფლების მოედანზე

მდებარეობა: თავისუფლების მოედანი #7, გუდიაშვილის ქ.#2, გუდიაშვილის შესახვევი და გუდიაშვილის ქ #2-ის მიმდებარე ტერიტორია, ქ. თბილისი 0105, საქართველო.
პროექტი წარმოადგენს თანამედროვე 7 ვარსკვლავიან მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, რომელშიც განთავსდება 220 სხვადასხვა კლასის სასტუმროს ნომერი, საკონფერენციო თუ საგამოფენო სივრცეები, სპორტულ-განაჯანსაღებელი (სპა) კომპლექსი, ბარები, რესტორნები და ვერტმფრენით მომსახურება. შენობის ერთი სართული მთლიანად დაეთმობა A კლასის ოფისებს. ასევე სასტუმროს სახურავზე განთავსდება საბაგირო გზის სადგური საიდანაც სტუმრებს საშუალება ექნებთ შენობიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ მთაწმინდის რეკრიაციულ ზონას.

 

 

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ერეკლეს მოედანზე

მდებარეობა: კოტე აფხაძის #22, თბილისი 0105, საქართველო.
პროექტი წარმოადგენს თანამედროვე 5 ვარსკვლავიან მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, რომელშიც განთავსდება 140 მაღალი კლასის სასტუმროს ნომერი, მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეკრიაციული სივრცეები და A კლასისი საოფისე ფართები.

 

 



Copyrigt © 2015