ჩვენ შესახებ


1998 წლიდან, კომპანია „ბურჯი“ სამშენებლო მომსახურების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია  საქართველოში, აქტივების, საერთო ბრუნვის და პერსონალის რაოდენობის თვალსაზრისით.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანია, კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების ინტეგრირება. 

კომპანიის მომსახურებაში შედის: მაღალი დონის სრული პროექტირება, დაწყებული საესკიზო პროექტირებიდან, საბოლოო მუშა ნახაზების მომზადებამდე; მათ შორის, პროექტირება და არქიტექტურული დაგეგმარების განხორციელება, სპეცნაწილები (საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები), გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირების სისტემები, საინჟინრო კვლევები და ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემები. ამჟამად სამშენებლო კომპანიას გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები: ბეტონის შემრევი დანადგარები თბილისსა და საჩხერის რაიონში, ასფალტის ქარხანა საჩხერეში, ასევე PVC, ალუმინის და ორმაგი მინაპაკეტის წარმოების დანადგარები (შპს „ბურჯი“ გერმანული კომპანია „შუკო-ინთერნეიშენალის“ (SCHUCO-INTERNATIONAL) წარმომადგენელია ამიერკავკასიაში). 

მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი კომპანია „ბურჯი“, ბევრი დეველოპერი და სამშენებლო კომპანიის საიმედო პარტნიორია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 500-ზე მეტი თანამშრომლით, სწრაფად ჩამოყალიბდა სანდო სამშენებლო კონტრაქტორად. ჩვენს მიერ განხორციელებადი პროექტები ფართო არეალს მოიცავს საინჟინრო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგში.

ჩვენ ვმოღვაწეობთ ყველა საპროექტო ფაზასა და სამშენებლო ციკლში, დაგეგმვა/პროექტირებით დაწყებული, სამშენებლო სამუშაოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით.

უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია სხვადასხვა ადგილს იკავებს სამშენებლო ბაზრის წამყვან ხუთეულში, აქტივების, ბრუნვის და დასაქმებულთა რაოდენობის თვალსაზრისით. 

კომპანია „ბურჯმა“ დაიმკვიდრა სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი საიმედო კომპანიის მყარი რეპუტაცია. ჩვენი კომპანიის წარმატება პროექტის მართვაში პროფესიულ მიდგომას ეფუძნება.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა:

    - მშენებლობის მართვის სრული პაკეტი;
    - არქიტექტურული და სამშენებლო პროექტირება (სპეცნაწილების (საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების),
      გაზის მიწოდების სისტემების და საინჟინრო კვლევების ჩათვლით);
    - სამოქალაქო მშენებლობა;
    - ნულოვანი ციკლის სამუშაოები;
    - სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები;
    - ბეტონის და ასფალტის მწარმოებელი ქარხანა;
    - სამშენებლო / სპეციალური ტექნიკის გაქირავება/მომსახურება.



Copyrigt © 2015