კარიერა



სამშენებლო კომპანია „ბურჯი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-გეოდეზისტის თანამდებობაზე.

ინჟინერ-გეოდეზისტი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო კომპანიაში პროექტებისთვის ტოპოგრაფიული საველე სამუშაოების წარმოებაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

• ტოპოგრაფიული საველე სამუშაოების შესრულება;
• დაკვალვითი სამუშაოების შესრულება, როგორც ტაქეომეტრით ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
• ნიველობა.

პროფესიული  უნარ-ჩვევები:
• საველე სამუშაოების წარმოების გამოცდილება;
• სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების წარმოება;
• საოფისე სამუშაოების ცოდნა;
• შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და შესრულება.


პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ორგანიზებულობა;
• საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• პუნქტუალობა;
• ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;


ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია:
• პროფესიული ან უმაღლესი განათლება; 
• ქართული ენის ცოდნა;
• მუშაობის მინიმუმ  5 წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCad, Land, ArcGis. Land Desktop, Civil 3D. 


ანაზღაურება: 
სამუშაო სტაჟისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადის შემოტანა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@burji.com.ge  

განაცხადების მიღების საბოლოო თარიღია 2015 წლის, 27 აგვისტო. სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 



Copyrigt © 2015